ისინი ვინც ხტებიან
  • იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი და CinéDOC-Tbilisi ტურის ფარგლებში წარმოგიდგენთ ფილმს "ისინი ვინც ხტებიან”

    მთა გურუგუ გადაჰყურებს ესპანეთის ნაწილს, მელილას, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთ აფრიკაზე მდებარეობს. სწორედ აქ იყოფა ევროკავშირი და აფრიკა, სამი ღობისგან შემდგარი, მკაცრად დაცული საზღვრით. ლტოლვილები, ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ბანაკდებიან გურუგუზე და ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს საზღვრის გადასაკვეთად. ერთ-ერთი მათგანი, აბუ ბაქარ სიდიბე მალიდან, თავად არის ფილმის მთავარი გმირი, ოპერატორიც და ერთ-ერთი რეჟისორიც.

    ფილმის ხანგრძლივობა: 1 სთ და 20 წთ.
    გამოშვების წელი: 2016
    ენა: ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

    ჩვენება გაიმართება: თსუ-ს I კორპუსის, 214 აუდიტორიაში.
    ოთხშაბათს, 12 აპრილს 6 საათზე.
    დასწრება თავისუფალია !

  • კომენტარი არ არის დაწერილი