გახდი სპიკერი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატარებს საგანმანათლებლო პროექტს, „გახდი სპიკერი“ .

    პროექტის მიზანია მომავალ იურისტებს განუვითარდეთ და დაეხვეწოთ სპიკერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. მათ საშუალება მიეცემათ ისწავლონ საკუთარი აზრის საზოგადოებამდე სწორად მიტანა, რაც აუცილებელი პირობაა წარმატებული იურისტისათვის.სპიკერის უნარები აუცილებელია პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისათვის.

    პროექტში მონაწილეობის შედეგად სტუდენტებს შეეძლებათ გამოავლინონ პროფესიონალებისაგან მიღებული გამოცდილება ორატორულ უნარ-ჩვევებში, რაც შემდგომში მათ კვალიფიკაციას აუმაღლებს.

    პროექტი მოიცავს გასაუბრების შედეგად არჩეული 12 სტუდენტისათვის ტრენინგის ჩატარებასა და შემდგომში კონკურსის წესით 3 გამარჯვებულის გამოვლენას(პირველი,მეორე და მესამე ადგილი).

    ტრენინგს ჩაატარებს 3 კვალიფიციური ტრენერი :

    * დიმიტრი გეგენავა - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პრფესორი (კონსტიტუციონალისტი);

    * ეკატერინე მიშველაძე -საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი;

    * ნინო ბაღაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში დირექტორის თანაშემწე.

    ტრენერები გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს.

    ჟიურის წევრები : დიმიტრი გეგენავა, ეკატერინე მიშელაძე და ნინო ბაღაშვილი.

    ჟიური კონკურსის პირველ ეტაპზე აარჩევს 6 მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში. ფინალურ ტურში კი გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

    პროექის განხორციელები ვადები:

    * ონლაინ რეგისტრაცია 24 მარტიდან -2 აპრილის ჩათვლით

    * გასაუბრება -3,4 აპრილი

    * ტრენინგები:

    o პიველი დღე-5 აპრილი 17:00-დან 19:00 საათამდე (ტრენინგს ჩაატარებს ეკატერინე მიშველაძე)

    o მეორე დღე - 6 აპრილი 17:00-დან 18:00 საათამდე (ტრენინგს ჩაატარებს დიმიტრი გეგენავა)

    o მესამე დღე - 8 აპრილი 17:00-დან 19:00 საათამდე( ტრენინგს ჩაატარებს ნინო ბაღაშვილი)

    * მოსამზადებელი პერიოდი 9-19 აპრილი

    * კონკურსის პირველი ეტაპი - 20 აპრილი 15:00-დან 18:00 საათამდე.

    * კონკურსის ფინალური ტური-6 მაისი 14:00-დან 17:00 საათამდე.

    პროექტში დასარგისტრირებლად გადადით შემდეგ ბულზე:
     https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSepc7TSHRskmYZd1frfrhUoOHHAlNKNP8ntWIyX_X1nuNrtNA/viewform

    დაწვრილებით ინფორმაციისათვის შეგიძიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

    * 574 01 75 91 თამარ თურმანიძე

    * 592 90 00 71 თამრიკო შელია

    * 571 19 37 37 ანი თარაშვილი

    ან მობრძანდით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში(თსუ-ის მეორე კორპუსი 241-ე აუდიტორია).

    თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!

  • კომენტარი არ არის დაწერილი