კონფერენცია საჯარო სამართლის მიმართულებით
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და
    მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი:
    “კონფერენცია საჯარო სამართლის მიმართულებით“

    პროექტი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის
    საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტისათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს -
    საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირთა
    წახალისებასა და ჩართულობას სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებში. ამასთან, მათში
    საკითხის ვრცლად და მრავალმხრივ აღქმის უნარის განვითარებას.

    მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ნაშრომი მოცემულ თემათაგან ერთ-ერთზე:
    1. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისთვის;
    2. ინფორმაციის თავისუფლება;
    3. ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამიჯვნა სამოქალაქო
    ხელშეკრულებისგან;
    4. ადმინისტრაციულ პროცესში განსჯადობის საკითხის სამართლებრივი
    ანალიზი;
    5. დისკრიმინაციის აკრძალვა - საერთაშორისო სტანდარტებისა და
    საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი;
    6. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების ეფექტიანობა;
    7. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-
    ერთი საშუალება;
    8. პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციათა გამიჯვნა საგარეო
    ურთიერთობებში საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით;
    9. მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს
    კონსტიტუციის მიხედვით;
    10. ტერიტორიული მოწყობის პრობლემები საქართველოში;
    11. მკაცრი ტესტის გამოყენების პრაქტიკა საკონსტიტუციო
    სამართალწარმოებაში;
    12. რაციონალური დიფერენციაციისა და მკაცრი ტესტის ურთიერთმიმართება
    საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში;
    13. რეალური კონტროლის პერსპექტივა საქართველოში;
    14. ნორმის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის მნიშვნელობა
    ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში;
    15. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტი საკონსტიტუციო
    სასამართლოს პრაქტიკაში;
    16. დისციპლინური გადაცდომის საქმის წარმოება საჯარო სამსახურში;
    17. სერტიფიცირება და კონკურსი საჯარო სამსახურში - რეფორმის თანამედროვე
    მიდგომები;
    18. პოლიციის პრევენციული ღონისძიებები და ადამიანის უფლებები;
    19. პერსონალური მონაცემების დამუშავება და ინფორმაციის თავისუფლება;
    20. სარჩელი ქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების
    შესახებ და სასამართლო პრაქტიკა;
    21. საგადასახადო სამართალდარღვევა და სასამართლო პრაქტიკა;
    22. ეფექტური საჯარო მმართველობა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა;
    23. საჯარო მმართველობა და პოლიტიკა;
    24. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციულ ორგანოთა დისკრეციული
    უფლებამოსილების განხორციელებაზე.

    ☑ რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2017 წლის 7 აპრილი;
    ☑ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიურ წერაში;
    ☑ პროექტის დასკვნით ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი
    პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში;
    ☑ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2017 წლის 12 მაისი;
    ☑ნაშრომები მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
    selfgovernmenttsu@gmail.com
    ☑ პრეზენტაციის დღე - 3 ივნისი

    აღნიშნულ დღეს ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს, რომელთა ავტორებსაც
    გადაეცემათ სერტიფიკატები. პირველ ადგილას გასულ მონაწილეებს გადაეცემათ:
    • გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები;
    • სხვა საჩუქრები.

    ნაშრომებს განიხილავენ საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის
    მიმართულებით მოღვაწე ისეთი კვალიფიციური პირები, როგორებიც არიან:
    - მაია კოპალეიშვილი (პროფესორი);
    - მარიამ ჯიქია (სამართლის დოქტორი, მოწვეული ლექტორი);
    - დიმიტრი გეგენავა (ასისტენტი);
    - ირმა ხარშილაძე (პროფესორი).

    მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:

    https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScIh1lAyBCPov3cOYGcQ7fphu2wOb0Cck5kE9nEWTnjoajFdw/viewform

    მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება:
    • ინდივიდუალურად;
    • ჯგუფურად - არაუმეტეს 2 სტუდენტისა.

    ⚠ გაითვალისწინეთ:
    ▶საკონფერენციო ნაშრომის მინიმალური მოცულობა - (მინ. 10 გვერდი; მაქს.20);
    ▶ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
    ▶ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
    ▶სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10;
    ▶სტრიქონებს შორის მანძილი - 1.0;
    ▶გვერდის ველების ზომები - სტანდარტული;
    ▶წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:
    ა) წიგნი - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის
    ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი
    (მაგ.,ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2010 წელი,
    გვ. 15.);
    ბ) საჟურნალო სტატია - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის
    დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის
    წელი, მითითებული გვერდი
    (მაგ., ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი
    პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001 წელი, გვ. 83.);
    წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი
    წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
    გ) ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება - სასამართლოს დასახელება,
    თარიღი, განჩინება/გადაწყვეტილება, საქმე №;
    დ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული
    სასამართლოს გადაწყვეტილება - მიეთითება საქმის სახელი ქართულად და დედის
    ენაზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი.
    მაგ., ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი.
    ▶ნაშრომში მითითებული უნდა იყოს სარჩევი;
    ▶ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს PDF ფორმატში;
    ▶ნაშრომის გარეკანზე მითითებული უნდა იყოს თემის ხელმძღვანელი ლექტორი;
    ▶ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
    • ტექსტის შესაბამისობა სათაურთან;
    • შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
    • გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის,
    მრავალფეროვნება;
    • თეორიის შეჯერება სასამართლო პრაქტიკასთან;
    • საკუთარი აზრის წარმოჩინება;
    • ციტირების ტექნიკა;
    ▶ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე :
    selfgovernmenttsu@gmail.com
    ან დაგვიკავშირდით:
    ☏ 597909758 ლევან აფციაური
    ☏ 557654288 - თამარ ჭიპაშვილი;

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და
    მეცნიერების დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!

  • კომენტარი არ არის დაწერილი