კონფერენცია სისხლის სამართლის მიმართულებით
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და
    მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი:
    “კონფერენცია სისხლის სამართლის მიმართულებით“
    პროექტი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის
    საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტისთვის და მიზნად ისახავს - სისხლის
    სამართლით დაინტერესებულ პირთა წახალისებასა და ჩართულობას სამეცნიერო -
    კვლევით სამუშაოებში. ამასთან, მათში საკითხის ვრცლად და მრავალმხრივ აღქმის
    უნარის განვითარებას.

    მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ნაშრომი მოცემულ თემათაგან ერთ-ერთზე:

    1) სისხლის სამართლის კანონის უკუძალა;
    2) ქმედების სუბიექტური(მენტალური) მხარე;
    3) სამართლებრივი გარანტის ფუნქცია;
    4) ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები;
    5) განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით;
    6) თვითმკვლელობამდე მიყვანა (შედარებით სამართლებრივი ანალიზი);
    7) ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული
    დანაშაული;
    8) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის
    პრობლემატიკა;
    9) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება;
    10) არასსრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოწვევები;
    11) ნარკოტიკული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის
    რელევანტურობა და სისხლის სამართლის პოლიტიკის თანამედროვე
    მიდგომების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი;
    12) საქართველოს სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები;
    13) სისხლის სამართლის საგარანტიო ფუნქცია;
    14) საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის პრინციპები;
    15) განზრახვა და გაუფრთხილებლობა (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი);
    16) უმოქმედობის დასჯადობა და მისი წინაპირობები;
    17) მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები;
    18) ინდივიდუალური ბრალი;
    19) ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებები;
    20) დაუმთავრებელი დანაშაული;
    21) დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა;
    22) სასჯელის ცნება და მიზნები;
    23) იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
    24) სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
    25) ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
    26) საფრთხის შემქმნელი დელიქტები;
    27) ტრეფიკინგის პრობლემატიკა სისხლის-სამართლებრივ სივრცეში;
    28) წამება,წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.


    ☑რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2017 წლის 5 აპრილი;
    ☑ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიურ წერაში;
    ☑ პროექტის დასკვნით ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი
    პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში;
    ☑ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2017 წლის 10 მაისი;
    ☑პრეზენტაციის დღე - 2017 წლის 4 ივნისი;


    აღნიშნულ დღეს, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს, რომელთა ავტორებსაც
    გადაეცემათ სერტიფიკატები.
    პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ:
    • გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები;
    • სხვა პრიზები.

    ნაშრომებს განიხილავენ სისხლის სამართლის მიმართულებით მოღვაწე ისეთი
    კვალიფიციური პირები, როგორებიც არიან:
    - მაია ივანიძე;
    - მერაბ ტურავა;
    - გიორგი დგებუაძე;
    - გიორგი ჩაკვეტაძე;
    - ნანა ჭიჭილეიშვილი.

    მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:

    https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdjvL6GzFnjPgwiQJGDRMyDy1w9kRMgOTmrdVGCORd3ER40bw/viewform?usp=sf_link

    მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება:
    • ინდივიდუალურად;
    • ჯგუფურად - არაუმეტეს 2 სტუდენტისა.

    ⚠ გაითვალისწინეთ:
    ▶საკონფერენციო ნაშრომის მინიმალური მოცულობა - (მინ. 10 გვერდი; მაქს.20);
    ▶ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
    ▶ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
    ▶სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10;
    ▶სტრიქონებს შორის მანძილი - 1.0;
    ▶გვერდის ველების ზომები - სტანდარტული;
    ▶წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად: 
    ა) წიგნი - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის
    ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი
    (მაგ.,ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2010 წელი,
    გვ. 15.);
    ბ) საჟურნალო სტატია - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის
    დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის
    წელი, მითითებული გვერდი
    (მაგ., ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი
    პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001 წელი, გვ. 83.);
    წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი
    წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
    გ) ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება - სასამართლოს დასახელება,
    თარიღი, განჩინება/გადაწყვეტილება, საქმე №;
    დ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული
    სასამართლოს გადაწყვეტილება - მიეთითება საქმის სახელი ქართულად და დედის
    ენაზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი.
    მაგ., ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი.
    ▶ნაშრომში მითითებული უნდა იყოს სარჩევი;
    ▶ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს PDF ფორმატში;
    ▶ნაშრომის გარეკანზე მითითებული უნდა იყოს თემის ხელმძღვანელი ლექტორი;
    ▶ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
    • ტექსტის შესაბამისობა სათაურთან;
    • შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
    • გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის,
    მრავალფეროვნება;
    • თეორიის შეჯერება სასამართლო პრაქტიკასთან;
    • საკუთარი აზრის წარმოჩინება;
    • ციტირების ტექნიკა;
    ▶ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე :
    selfgovernmenttsu@gmail.com
    ან დაგვიკავშირდით:
    ☏ 597909758 ლევან აფციაური;
    ☏ 591445508 ანი კაჭკაჭაშვილი;

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და
    მეცნიერების დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!

  • კომენტარი არ არის დაწერილი