კონფერენცია საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და
    მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი -
    „კონფერენცია საერთაშორისო სამართლის მიმართულებით“.
    პროექტი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის
    საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო
    სამართლით დაინტერესებულ პირთა წახალისებასა და ჩართვას სამეცნიერო-
    კვლევით სამუშაოებში. ამასთან, მათში საკითხის ვრცლად და მრავალმხრივ აღქმის
    უნარის განვითარებას.

    მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ნაშრომი მოცემულ თემათაგან ერთ-ერთზე:
    1. მიგრანტის განსაზღვრების პრობლემა საერთაშორისო სამართლის
    ინსტრუმენტებში;
    2. მიგრანტების კატეგორიები საერთაშორისო სამართალში;
    3. საერთაშორისო ორგანოები, რომლებიც ფუნქციონირებენ საერთაშორისო
    მიგრაციის მართვის სფეროში;
    4. ხელოვნური კუნძულების როლი ტერიტორიულ მოწყობაში;
    5. საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის როლი
    სახელმწიფოთაშორისი დავების გადაწყვეტაში;
    6. საზღვაო საზღვრების დელიმიტაცია - საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი
    გამოწვევა?
    7. იურისდიქციათა კონფლიქტი საზღვაო ინციდენტების დროს;
    8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
    გავლენა შიდასახელმწიფოებივ სამართალზე;
    9. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვის საერთაშორისო
    სამართლებრივი მექანიზმები და მათი გავლენა სახელმწიფოს
    ვალდებულებებზე;
    10. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზები და
    საქართველო;
    11. საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის სამართლებრივი ასპექტები;
    12. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში უკანონო ჩარევის
    აქტებთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივირეგულირება
    და ახალი ტენდენციები;
    13. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) როლი
    საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი რეგულირების საქმეში;
    14. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში საერთაშორისო საჰაერო
    გადაყვანა-გადაზიდვების რეგულირების პრობლემები;
    15. საქართველო-ევროკავშირის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის
    რეგულირებისა და ევროპის საავიაციო კანონმდებლობის საქართველოს
    კანონმდებლობასთან სრულყოფის და ჰარმონიზაციის პრობლემები;
    16. საერთაშორისო სამართლის პრინციპების როლი ეკოლოგიურ სამართალში;
    17. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება - როგორც პროცედურული და
    არსებითი უფლება;
    18. გარემოს დაცვა 21-ე საუკუნეში - მდგრადი განვითარება და საერთაშორისო
    სამართალი;
    19. კლიმატის ცვლილების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების
    უნივერსალურ სისტემაში;
    20. რად გვინდა სამართალი: საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის როლი
    ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემაში;
    21. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო: გამოწვევები მისი
    საქმიანობის სანდოობის, ლეგიტიმურობისა და მოლოდინების მართვის
    ჭრილში;
    22. აგრესიის დანაშაული: რეალურად განმარტებული დანაშაული თუ
    პოლიტიკური შეთანხმება?
    23. მუშაობს კი სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება? და
    რამდენად ეფექტიანად?
    24. გენოციდის დანაშაული საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკაში:
    მხოლოდ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი
    პასუხისმგებლობა, თუ სახელმწიფო პასუხისმგებლობის შესაძლებლობაც?
    25. ჰიბრიდული ტრიბუნალები: სისხლის სამართლის საერთაშორისო
    მართლმსაჯულების უფრო ეფექტიანი მექანიზმები?

    ☑რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2017 წლის 7 აპრილი;
    ☑ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიურ წერაში;
    ☑ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2017 წლის 10 მაისი;
    ☑ნაშრომები მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
    selfgovernmenttsu@gmail.com

    ☑ პროექტის დასკვნით ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი
    პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში;
    ☑პრეზენტაციის დღე - 2017 წლის 28 მაისი;
    აღნიშნულ დღეს, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს, რომელთა ავტორებსაც
    გადაეცემათ სერტიფიკატები.
    პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ:
    • გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები;
    • სხვა პრიზები.

    ჟიურის შემადგენლობაში იხილავთ საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
    მოღვაწე ისეთ კვალიფიციურ პირებს, როგორებიც არიან:
    -ლევან ალექსიძე;
    -ირინე ქურდაძე;
    -მაია ბითაძე;
    -დავით გეფერიძე;
    -ქეთევან ხუციშვილი;
    -საბა ფიფია;
    -ნინო რუხაძე;

    მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:

    https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdT-zSPg1UOO_WubFuwmhUqqBbcqrTYVkIiu8YzkplcLXWtHA/viewform

    მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება:
    • ინდივიდუალურად;
    • ჯგუფურად - არაუმეტეს 2 სტუდენტისა;

    ⚠გაითვალისწინეთ:
    ▶საკონფერენციო ნაშრომის მოცულობა - (მინ. 10 გვერდი; მაქს.20);
    ▶ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
    ▶ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
    ▶სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10;
    ▶სტრიქონებს შორის მანძილი - 1.0;
    ▶გვერდის ველების ზომები - სტანდარტული;
    ▶წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:
    ა) წიგნი - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის
    ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი
    (მაგ.,ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2010 წელი,
    გვ. 15.);
    ბ) საჟურნალო სტატია - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის
    დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის
    წელი, მითითებული გვერდი
    (მაგ., ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი
    პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001 წელი, გვ. 83.);
    წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი
    წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
    გ) ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება - სასამართლოს დასახელება,
    თარიღი, განჩინება/გადაწყვეტილება, საქმე №;
    დ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული
    სასამართლოს გადაწყვეტილება - მიეთითება საქმის სახელი ქართულად და დედნის
    ენაზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი.
    მაგ., ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი.
    ▶ნაშრომში მითითებული უნდა იყოს სარჩევი;
    ▶ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს PDF ფორმატში;
    ▶ნაშრომის გარეკანზე მითითებული უნდა იყოს თემის ხელმძღვანელი ლექტორი;
    ▶ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
    • ტექსტის შესაბამისობა სათაურთან;
    • შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
    • გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის,
    მრავალფეროვნება;
    • თეორიის შეჯერება სასამართლო პრაქტიკასთან;
    • საკუთარი აზრის წარმოჩინება;
    • ციტირების ტექნიკა;
    ▶ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე :
    selfgovernmenttsu@gmail.com
    ან დაგვიკავშირდით:
    ☎595205850 - ეკა ბაქრაძე;
    ☎ 557654288 - თამარ ჭიპაშვილი;

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და
    მეცნიერების დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!

  • კომენტარი არ არის დაწერილი