კონფერენცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი: 
    “კონფერენცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით“
    პროექტი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტისთვის და მიზნად ისახავს - სამოქალაქო სამართლით დაინტერესებულ პირთა წახალისებასა და ჩართულობას სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებში. ამასთან, მათში საკითხის ვრცლად და მრავალმხრივ აღქმის უნარის განვითარებას.

    მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ნაშრომი მოცემულ თემათაგან ერთ-ერთზე:
    1) საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის მიმართება ქორწინებისას მოპოვებულ თანაზიარ საკუთრებასთან მიმართებით;
    2) ფულადი ვალდებულებებისას ვალუტის კურსის ცვლილებისა და შეცვლილი გარემოებების ურთიერთმიმართების საკითხი;
    3) მინდობილობის როლი დავალების ხელშეკრულებისას და მისი ბათილობის სამართლებრივი შედეგები;
    4) მომსახურების ხელშეკრულების ადგილი თანამედროვე ქართულ სამართლებრივ პრაქტიკაში;
    5) სახელშეკრულებო განსჯადობის თავისუფლების ფარგლები მხარეთა შეთანხმებისას;
    6) კონდიქციური მოთხოვნის სუბსიდიალურობის დოგმა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში;
    7) მიზეზ-შედეგობრიობა ქმედებასა და ზიანს შორის სსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით;
    8) მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით;
    9)დაზარალებულის ინტერესი, როგორც ანაზღაურებადი ზიანის არაანაზღაურებადისაგან გამიჯვნის საფუძელი სსკ-ის 414-ე მუხლის მიხედვით;
    10) „დასაქმებულის მიერ მზღვეველისთვის წინასახელშეკრულებო ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების სამართლებრივი რეგულირების პრობლემა“;
    11) „სიცოცხლის დაზღვევის და უბედური შემთხვევის დაზღვევის გამიჯვნა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში“;
    12) ქუჩაში დადებული ხელშეკრულების თავისებურებანი;
    13) სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთმიმართება;
    14) მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები;
    15) ნომინალიზმის პრინციპი ქართული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით;
    16) შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტელო და სასამართლოს როლი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაცვის სფეროში;
    17) მორალური ზიანის ანაზღაურების თავისებურება საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში;
    18) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება.

    ☑რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2017 წლის 5 აპრილი;
    ☑ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიურ წერაში; 
    ☑ პროექტის დასკვნით ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში; 
    ☑ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2017 წლის 10 მაისი;
    ☑პრეზენტაციის დღე - 2017 წლის 27 მაისი;
    აღნიშნულ დღეს, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები.
    პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ:
    • გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები;
    • სხვა პრიზები.

    ნაშრომებს განიხილავენ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მოღვაწე ისეთი კვალიფიციური პირები, როგორებიც არიან:
    - გიორგი რუსიაშვილი;
    - ნატალია მოწონელიძე; 
    - ნათია ჩიტაშვილი;

    მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:

    https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf5vtMoBpBa93lSjpd6KiKyA3Si7PrsoDkmPX56j67JB9CH7w/viewform?usp=sf_link

    მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება:
    • ინდივიდუალურად;
    • ჯგუფურად - არაუმეტეს 2 სტუდენტისა.

    ⚠ გაითვალისწინეთ:

    ▶საკონფერენციო ნაშრომის მინიმალური მოცულობა - (მინ. 10 გვერდი; მაქს.20); 
    ▶ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
    ▶ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
    ▶სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10;
    ▶სტრიქონებს შორის მანძილი - 1.0; 
    ▶გვერდის ველების ზომები - სტანდარტული;
    ▶წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად: 
    ა) წიგნი - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი 
    (მაგ.,ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2010 წელი, გვ. 15.);
    ბ) საჟურნალო სტატია - ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი 
    (მაგ., ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001 წელი, გვ. 83.);
    წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
    გ) ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება - სასამართლოს დასახელება, თარიღი, განჩინება/გადაწყვეტილება, საქმე №; 
    დ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მიეთითება საქმის სახელი ქართულად და დედის ენაზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი.
    მაგ., ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი.
    ▶ნაშრომში მითითებული უნდა იყოს სარჩევი;
    ▶ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს PDF ფორმატში;
    ▶ნაშრომის გარეკანზე მითითებული უნდა იყოს თემის ხელმძღვანელი ლექტორი;
    ▶ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
    • ტექსტის შესაბამისობა სათაურთან; 
    • შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
    • გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის, მრავალფეროვნება; 
    • თეორიის შეჯერება სასამართლო პრაქტიკასთან; 
    • საკუთარი აზრის წარმოჩინება;
    • ციტირების ტექნიკა;
    ▶ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე : 

    selfgovernmenttsu@gmail.com

    ან დაგვიკავშირდით:

    ☎ 595076595 - თამარ კიკნაძე;
    ☎ 557654288 - თამარ ჭიპაშვილი;

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!

  • კომენტარი არ არის დაწერილი