იმიტირებული პროცესი მედიაციაში
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი “იმიტირებული პროცესი მედიაციაში”.
    პროექტი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის და მიზნად ისახავს - მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას. ამასთან, მათში ეფექტური მოლაპარაკებების უნარების განვითარებასა და ალტერნატიული დავების გადაჭრის პრაქტიკული გზების შესწავლას.

    მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:- სააპლიკაციო ფორმის შევსება;
    - მედიაციის პროცესის რომელიმე ფაზის სიმულაცია. 
    რეგისტრაცია ხორციელდება:
    - ინდივიდუალურად - თუ აპლიკანტი რეგისტრირდება, როგორც მედიატორი
    - ჯგუფურად - იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტები რეგისტრირდებიან, როგორც მხარეები(თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს 2 ადამიანისგან);
    იმიტირებული პროცესში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა რვა გუნდი და რვა მედიატორი. 
    შესარჩევი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრები და ტრენინგ - კურსები. აგრეთვე, გაიმართება მედიაციის პროცესის ამსახველი ფილმის ჩვენება.

    იმიტირებული პროცესი მედიაციაში ჩატარდება 3 ეტაპად: 
    - მეოთდეხფინალი;
    - ნახევარფინალი;
    - ფინალი.

    თითოეული გუნდისა და მედიატორის შეფასება მოხდება სპეციალური შეფასების კრიტერიუმების მეშვეობით, რის შედეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები და გამარჯვებული მედიატორი.
    • საორიენტაციო შეხვედრები, ტრენინგ - კურსები - 21.04.2017 – 23.04.2017
    • მეოთხედფინალი - 29.04.2017 – 30.04.2017
    • ნახევარფინალი - 06.05.2017
    • ფინალი - 14.05.2017


    პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული სარეგისტრაციო ფორმები:
    - სარეგისტრაციო ფორმა გუნდებისთვის:
     https://drive.google.com/open?id=1CdSYtqO9wGGVIrbP-PRKJAJjS96p_f1ok1-ip67yx4M

    - სარეგისტრაციო ფორმა მედიატორებისთვის: 
    https://drive.google.com/open?id=1PQ4GEZdX_VpQ04gAbsXk3-Q-I1Yg9fLScO_y4GCnHVs 

    სარეგისტრაციო ფორმები PDF ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: tsu.imitirebuli@gmail.com

    - დაინტერესებულ პირებს იმიტირებული პროცესის წესების გაცნობა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე: https://drive.google.com/open?id=0BzMutSMEGyDIUDhacTY1YmZwMm8

    - რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2017 წლის 16 აპრილი.

  • კომენტარი არ არის დაწერილი